Thumbnail
  • ჟორჟ მიქაუტაძემ პროქსიმუს ლიგის I ტურში პოკერი შეასრულა
  • 19 წლის ფორვარდი მეცის საკუთრებაა და მას ლიგა 1-ში უკვე უთამაშია

ბელგიის რანგით მე-2, პროქსიმუს ლიგის პირველ ტურში ბექა ვაჩიბერაძის ლომელი შინ 3:5 დამარცხდა დებიუტანტ სერენთან...

ჟორჟმა ბელგიაში დებიუტი პოკერით აღნიშნა

ვაჩიბერაძე, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო და შემდეგ ქართული პასპორტი მიიღო, განაცხადში საერთოდ არ ყოფილა. სამაგიეროდ, მეორე ქართველი, საფრანგეთის მოქალაქე ჟორჟ მიქაუტაძე მატჩის გმირი გახდა. 

📺 ჟორჟ მიქაუტაძე ლომელის წინააღმდეგ

სერენის ფორვარდმა მე-10 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, თუმცა ტაიმი ლომელმა 2:1 მოიგო. 51-ე წუთზე მიქაუტაძემ კვლავ გაიტანა, ხოლო 4 წუთში სულაც დააწინაურა სტუმრები. ლომელმა გათანაბრება ისევ შეძლო - 3:3.

გადამწყვეტი 72-ე წუთი გამოდგა, როცა ჟორჟმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მისთვის სადებიუტო მატჩში პოკერი შეასრულა. ბოლო წუთზე მატჩის გმირი გამოცვალეს. 

📺 ზეიმი სერენის გასახდელში, გუნდელებმა მატჩის გმირი ასე დააფასეს

ვინ არის ჟორჟ მიქაუტაძე? - ლიგა 1-ის მეცის 19 წლის ფორვარდი, რომელსაც ფრანგული მოქალაქოება აქვს. დეკემბერში მას ფრანგულ ელიტაში ჰქონდა დებიუტი. ლიონის აღზრდილმა მაშინ მეცთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ზაფხულს მეცმა ახალგაზრდა ფორვარდი სერენში გაანათხოვრა. ის 8-გუნდიან პროქსიმუს ლიგაში სეზონის პირველ ნახევარს გაატარებს. მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩებში თავი გამოიჩინა - მეცსა და გენტს გაუტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები