Thumbnail

უსაინ ბოლტს კორონავირუსი აქვს! 3 დღის წინ მან დაბადების დღე გადაიხადა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უსაინ ბოლტის ტესტის შედეგი კორონავირუსზე დადებითია
  • რამდენიმე დღის წინ, დაბადების დღეზე მას ვარსკვლავები ჰყავდა სტუმრად
  • მათ შორის ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ

ლეგენდარული მორბენალი უსაინ ბოლტი კორონავირუსით დაინფიცირდა. ეს ინფორმაცია იამაიკელმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა. ბოლტს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა და საკუთარ სახლში, იზოლაციაში იმყოფება. როგორც თვითონ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს და ვირუსისგან განკურნებას ელოდება.

"დილით გავიღვიძე, როგორც ყველამ და სოციალური მედია გადავამოწმე. ვადასტურებ, რომ კორონავირუსი მაქვს, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. აგრეთვე, არ მაქვს სიმპტომები. კარანტინში ვიმყოფები და ველოდები პროტოკოლს", - თქვა უსაინმა.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ბოლტმა 34-ე იუბილე აღნიშნა, სადაც ბევრი სტუმარი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ მისი თანამემამულეები, ლევერკუზენის ბაიერის ფეხბურთელი ლეონ ბაილი და კრიკეტის ვარსკვლავი კრის გაილი. ბრიტანული მედია იმასაც იტყობინება, რომ ბოლტის დაბადების დღეზე მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგიც იმყოფებოდა.

View this post on Instagram

Stay Safe my ppl 🙏🏿

A post shared by Usain St.Leo Bolt (@usainbolt) on

კომენტარები

ბოლო ამბები