Thumbnail

'ეს შესაძლებელია' - მორატი ისევ მესის ინტერში ტრანსფერზე ლაპარაკობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მასიმო მორატისთვის მესის ინტერში გადასვლა რეალურია
  • არგენტინელ ფეხბურთელს იტალიურ გრანდს აქტიურად უკავშირებენ

მილანის ინტერის ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი დარწმუნებულია, რომ 'ნერაძურის' ლიონელ მესის შეძენა შეუძლია. იტალიელის აზრით, კლუბს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და თუ რეალურად ასე არაა, მალე დაიწყებს.

„ვფიქრობ, რომ კლუბმა უკვე სცადა. თუნდაც მისი ანარეკლის ნახვა დუომოზე ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ინიციატივა არის და საქმე უკვე დაწყებულია. თუ ასე არ არის, მჯერა, რომ მალე ეცდებიან ტრანსფერის განხორციელებას, რადგან ეს შესაძლებელია. ეკონომიკურად არ არის მარტივი ოპერაცია, ეს ნათელია, მაგრამ მესის სურვილს დიდი მნიშვნელობა ექნება. უნდა გავიგოთ, მართლა უნდა თუ არა, ბარსელონას დატოვება. ცხადია, მე ეს არ ვიცი," - განაცხადა მორატიმ AS-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, არგენტინელს კლუბის დატოება სურს, რადგან იქ თავის მომავალს ვეღარ ხედავს. ლეოს ყველაზე ხშირად სწორედ ინტერთან (პსჟ-სთან და მანჩესტერ სიტისთან ერთად) აკავშირებენ. ყველაფერს ისიც ემატება, რომ არცისე დიდი ხნის წინ, მესიმ და მამამისმა მილანში სახლები შეიძინეს, ლეომ საერთოდაც ინტერის ოფისის გვერდით.

კომენტარები

ბოლო ამბები