Thumbnail

'ნოიერი ერთ-ერთი უდიდესი მეკარეა' - ოლივერ კანმა მანუზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს წევრმა ოლივერ კანმა განაცხადა, რომ მანუელ ნოიერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

"მანუმ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი აიღო. სწორედ ეს არის ის, რაც მიუნხენის ბაიერნის მეკარეს უნდა შეეძლოს. ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ როცა საჭირო იყო, ადგილზე გახლდათ. სწორედ ასეთ მომენტებში უნდა იყოს ის ადგილზე. ნოიერი ერთ-ერთი უდიდესი მეკარეა," - უთხრა კანმა Sky-ს.

გერმანიის რეკორდმაისტერმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის თასი კი - მესამედ. ჩემპიონთა თასი ბავარიელებს 1974, 1974 და 1976 წლებში ჰქონდათ მოგებული, ჩემპიონთა ლიგა კი - 2001 და 2013 წლებში.

📺 პსჟ 0:1 ბაიერნი (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები