Thumbnail

ცეცხლმოკიდებული მოტო მრბოლის გარეშე - მძიმე ავარია MotoGP-ზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანელი მავერიკ ვინიალესი მძიმე ტრავმას გადაურჩა
  • როდესაც ის ჩამოვარდა, მოტო 230 კმ/სთ-ით მიქროდა

ავსტრიაში გამართული MotoGP-ის შტირიის გრან პრის ეტაპი საკმაო ხანს იყო შეწყვეტილი, რისი მიზეზიც მავერიკ ვინიალესის ავარია გახდა. ესპანელმა მრბოლმა მოტო ვერ დაიმორჩილა, ტრასაზე აღმოჩნდა და მძიმე ტრავმას სასწაულებრივ გადაურჩა.

მრბოლის ჩამოვარდნის შემდეგ, მოტომ ათობით მეტრი იარა

საინტერესოა, რომ როდესაც ვინიალესმა მართვა დაკარგა, მოტო 230 კმ/სთ-ით მიჰქროდა. მან ათეულობით მეტრი სპორტსმენის გარეშე გაიარა, დამცავ ჯებირებს შეასკდა და ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ამ დროს წითელი ალამი იქნა გამოფენილი და რბოლა შეწყდა, საბოლოოდ კი, მისი გამარჯვებული Red Bull KTM Tech 3-ის პილოტი მიგელ ოლივეირა გახდა.

საინტერესოა, რომ საქვეყნოდ ცნობილმა იტალიელმა სპორტსმენმა ვალენტინო როსიმ, რომელიც Monster Energy Yamaha MotoGP-ში სწორედ ხსენებული ვინიალესის თანაგუნდელია, მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა. საერთო ჩათვლაში როსი 45 ქულით მე-7 ადგილზეა, ვინიალესი 48 ქულით მეხუთეა, ლიდერი კი ფრანგი ფაბიო კუარტარაროა (SIC Racing Team) 70 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები