Thumbnail
  • მას ტრომსოს რიგებში დებიუტი 15 წლისა და 319 დღის ასაკში ჰქონდა
  • ისაკ ჰანსენ-ააროენი კარიერას პრემიერლიგის გრანდში გააგრძელებს

ინგლისურმა მანჩესტერ იუნაიტედმა მორიგ ნოვერგიელ ვუნდერკინდს მიაგნო და მასთან კონტრაქტიც გააფორმა. ის 16 წლის შემტევი ნახევარცველი ისაკ ჰანსენ-ააროენია, რომელსაც უკვე უწოდებენ მომავალ ერლინგ ჰაალანდს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისაკის აღმზრდელმა კლუბმა ტრომსომ გაავრცელა, რომლის მაისურითაც ახალგაზრდა ფეხბურთელს დებიუტი 15 წლისა და 319 დღის ასაკში ჰქონდა და ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებლის ავტორი გახდა. ჰანსენ-ააროენმა ტრომსოს ძირითად გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

“დიდებული ადამიანი და უნიკალური საფეხბურთო ტალანტი. მას უბრალოდ ფეხბურთის თამაში უყვარს. დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული 10 წლისთვის და მანჩესტერ იუნაიტედში წარმატებას გისურვებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ კარგი პერიოდი გექნება. მომავალ შეხვედრამდე”, - წერია ნორვეგიული კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ოლს გუნარ სოლსკიაერს თანამემამულე ერლინგ ჰაალანდის გადაბირების დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, ის დორტმუნდის ბორუსიაში აღმოჩნდა. როგორც სჩანს, მორიგი ნორვეგიელი ტალანტის დამატება აღნიშნული ფაქტის კომპენსირებაა. ჰანსენ-ააროენის გადაბირება ლივერპულსა და ევერტონსაც უნდოდათ, თუმცა, მანჩესტერელებმა ყველას დაასწრეს.

კომენტარები

ბოლო ამბები