Thumbnail
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 108:116 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ოკლაჰომა სიტი თანდერი 119:107 (ოტ.) ჰიუსტონ როკეტსი
  • ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიის გადაწერას განაგრძობს

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 116:108 დაამარცხა და NBA-ს დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. შეხვედრის გმირები კალიფორნიელთა ლიდერები ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი გახდნენ, რომელთაც სამმაგ დუბლებამდე 2-2 პასი დააკლდათ.

ჯეიმსმა მოედანზე 34.5 წუთი გაატარა და 38 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, დევისის მონაგარი კი 29 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი იყო. სათქმელია ისიც, რომ ლებრონმა თამაშიდან 18-დან 11 ტყორცნა გამოიყენა (8-დან 4 სამქულიანი) და 17 საჯარიმოდან 12 ჩააგდო.

საინტერესოა, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, “მეფე ლებრონი” NBA-ს პლეი ოფებში მოგებათა რაოდენობით მე-2 ადგილზე გადავიდა. ახლა, ჯეიმსის აქტივში 158 მოგებაა და მან ასევე ლეგენდარული ტიმ დანკანის (157) გადასწრება მოახერხა, წინ კი, მხოლოდ დერეკ ფიშერია (161) დარჩენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლეიკერსელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ყველასთვის ცნობილია, ტიმი რა დონის კალათბურთელი იყო. მე მის წინააღმდეგ მითამაშია და თანაგუნდელებიც ვყოფილვართ აშშ-ს ოლიმპიურ ნაკრებში. მას წარმატებებისთვის არა მხოლოდ რეგულარულ სეზონში მიუღწევია, არამედ, საპლეიოფო ბატალიებშიც მაგარი იყო. რეალურად, ის სწორედ პლეი ოფში ცხოვრობდა. მისი მისამართი სწორედ იქ იყო. ტიმ დანკანთან ერთად დგომა, ჩემთვის დიდი პატივია”.

ამავე მატჩში ჯეიმსი კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა. პორტლენდთან გასულ შეხვედრაში ლებრონმა 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა და NBA-ს პლეი ოფში ზუსტი სამქულიანების (375) მხრივ მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. ლოს ანჯელესელთა ვარსკვლავმა გოლდენ სტეიტის მსროლელ კლეი ტომპსონს (374) გადაასწრო, ლიდერები კი, სტეფ კარი (470) და რეი ალენი (385) არიან.

ლეიკერსისა და პორტლენდის სერიაში მე-4 მატჩი 25 აგვისტოს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება და მორიგი წარმატების შემთხვევაში, კალიფორნიელებს კონფერენციის ნახევარფინალამდე 1 ნაბიჯიღა დარჩებათ. ცნობილია, რომ ამ წყვილის გამარჯვებული შემდეგ წრეში ჰიუსტონისა და ოკლაჰომა სიტის დაპირისპირებაში უმჯობესს შეხვდება.

ამ სერიაში როკეტსი 2:1-ს იგებს, თუმცა კი, დღევანდელი შეხვედრა ოვერტაიმში 107:119 წააგო. ჰიუსტონელებს ვერც ჯეიმს ჰარდენის მორიგმა შედეგიანმა თამაშმა უშველა, რომელმაც ამჯერად 38 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. როკეტსს საქმეები ცუდად სწორედ მას შემდეგ წაუვიდა, რაც ოვერტაიმის სტარტზე ჰარდენმა მე-6 პერსონალური ფოლი მიიღო. ოკლაჰომელთა მხრიდან 20 და მეტი ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა ჩააგდო: კრის პოლი (26), შეი გილჯეს-ალეკსანდერი (23), დანილო გალინარი (20).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები