- მაიამი 124:115 (3:0) ინდიანა
- გოგა ბითაძის დებიუტი პლეი ოფში კვლავ გადაიდო
NBA-ს პლეი ოფის პირველი წრის მე-3 მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი მაიამი ჰითთან 115:124 დამარცხდა და სერიას 0:3-ს აგებს. ერთი მარცხიც და ნეით მაკმილანის გუნდისთვის სეზონი დასრულდება...
მიუხედავად იმისა, რომ ინდიანას დომანტას საბონისი ვერ ეხმარება, მაკმილანმა ქართველი ახალბედისთვის მინიმალური სათამაშო დრო ვერც ახლა გამონახა - მან 9 კალათბურთელი ათამაშა, გოგა კი ზედიზედ მესამედ დარჩა სკამზე. ასე რომ, ბითაძის დებიუტი პლეი ოფში კიდევ ერთხელ გადაიდო.
წაგებულთა რიგებში ბროგდონის ანგარიშზე 34 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნაა; უორენმა 23 ქულა ჩააგდო, ტერნერმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 12 მოხსნა. გამარჯვებულებში ბატლერს (27 ქულა), დრაგიჩსა (24) და ადებაიოს (22 ქულა, 11 მოხსნა) გამოვყოფთ.
25 აგვისტოს (02:30 თბილისის დროით) ინდიანა პირველი წრის მეოთხე მატჩს თამაშობს და თუ ისევ დამარცხდა, ბრძოლას მაიამი გააგრძელებს, პეისერსისთვის კი 2019/20 წლების სეზონი დასრულდება.
კომენტარები