Thumbnail

მარცხი ნიუ იორკში - ბასილაშვილმა ATP-ის ტურზე 5 თვის შემდეგ პირველად ითამაშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ATP-ის ცინცინატის ტურნირის პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესილ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდა და ორ წრეში დამარცხდა - 4:6, 1:6...

28 წლის მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ქართველი პანდემიის შემდეგ პირველად ასპარეზობდა ოფიციალურ ტურნირში. წლეულს ცინცინატის ტურნირი პანდემიის გამო, ნიუ იორკში ბილი ჯინ კინგის საჩოგბურთო ცენტრში იმართება.

ATP-ის ტურზე ბოლოს ბასილაშვილს დუბაიში თებერვლის ბოლოს ჰქონდა ნათამაშები. მარტის დასაწყიშსი მან დევისის თასზე საქართველოს ნაკრებში ითამაშა, ივლისში კი - საგამოფენო ტურნირზე.

ახლა ის ამერიკის ღია პირველობისთვის მოემზადება. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ოჟე-ალიასიმთან ნიკამ სამივე დაპირისპირება წააგო. შარშან ლიონის ტურნირის ნახევარფინალში და მაიამის ტურნირის მერვედფინალში. დღევანდელი მატჩი მათ შორის ყველაზე ნაკლებად დაძაბული გამოდგა, კანადელმა საათსა და 18 წუთში მოიგო.

არადა, თამაში ნიკამ კარგად დაიწყო, მეტოქის მოწოდება მოიგო და დაწინაურდა, თუმცა 2:1-ზე ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება წააგო. ბასილაშვილი სეტში ერთხელ კიდევ გავიდა წინ, როც 3:3-ზე მეტოქის მოწოდება კიდევ ერთხელ მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ მან მატჩში მხოლოდ 1 გეიმის მოგება შეძლო - 4:6, 1:6.  

კომენტარები

ბოლო ამბები