Thumbnail
  • ანდრეა პირლო ტურინის იუვენტუსის სამწვრთნელო შტაბს აკომპლექტებს
  • სპეციალისტს ტურინში ლეგენდარული იტალიელი მცველის მიწვევა სურს
  • ანდრეა და ალესანდრო თანაგუნდელები მილანსა და ნაკრებში იყვნენ  

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანისა და იტალიის ნაკრების ყოფილ მცველს ალესანდრო ნესტას მის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა შესთავაზა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს, რომლის ცნობით, 44 სპეციალისტი, რომელიც ამჟამად სერია B-ს ფროზინონეს წვრთნის, წინადადებას განიხილავს.

ტურინის იუვენტუსში ანდრეა პირლო მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა და თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა მანამდე ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ორრაუნდიანი დაპირისპირება ლიონთან დათმო. 

პირლო თავის შტაბში ყოფილ თანაგუნდელებს იწვევს

პირლომ სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება დაიწყო და მასში მწვრთნელ-ანალიტიკოსები: რობერტო ბარონიო და ანტონიო გალიარდი უკვე შევიდნენ. ცნობილია, რომ გუნდის ფიზმომზადებაზე პასუხისმგებელი პაოლო ბარტელი იქნება, მცველებთან კი იგორ ტუდორი იმუშავებს. ჯერჯერობით ვაკანტური მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაა და ის შესაძლოა სწორედ ალესანდრო ნესტამ დაიკავოს.

რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ნესტამ სერია B-ს გუნდი 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მანამდე კი მაიამისა და პერუჯაში იმუშავა. ფროზინონემ ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა და ელიტაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ფინალში სპეციასთან დამარცხდა და დასახული მიზანი ვერ შეასრულა, რის გამოც, სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელობა დაემშვიდობება. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ნესტას ფროზინონეში დარჩენა-არდარჩენის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.

ანდრეამ და ალესანდრომ ერთად 2006 წელს მუნდიალი მოიგეს

ალესანდრო ნესტას ლაციოში, მილანში, კანადურ მონრეალ იმპაკტსა და ჩინურ ჩენაიინში უთამაშია. იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეა პირლოსთან ერთად გახდა, რომელთანაც ერთადაც მილანშიც გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები