Thumbnail
  • დალას მავერიკსი 122:130 (1-2) ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • კავაი ლეონარდმა ფრენშიზის ორი რეკორდი გააუმჯობესა
  • ლუკა დონჩიჩმა კოჭი გადაიბრუნა და მოედანი ადრე დატოვა

ლოს ანჯელეს კლიპერსმა დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ¼-ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში დალას მავერიკსი დაამარცხა და საერთო ანგარიშში წინ გავიდა - 2-1. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა.

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 36 ქულას 9 მოხსნა და 8 პასი დაუმატა. აქამდე კლიპერსის ისტორიაში პლეი ოფის მატჩში მსგავსი სტატისტიკური ხაზისთვის (36-9-8) არავის მიუღწევია. ამასთან, ფორვარდმა პლეი ოფის პირველ სამ მატჩში ჯამში 100 ქულა ჩააგდო და ესეც ფრენშიზის ახალი რეკორდია.

📺 დალასი V კლიპერსი

დალასელებს დაუშავდათ ლუკა დონჩიჩი, რომელმაც ტრავმის მიუხედავად, სამმაგი დუბლი შეასრულა. სლოვენიელმა კალათბურთელმა კოჭი მატჩის მესამე მეოთხედში გადაიბრუნა და მართალია, ბოლო პერიოდში მოედანზე გასვლა მოახერხა, მაგრამ ტკივილმა თამაშის სრულფასოვნად გაგრძელების შესაძლებლობა მაინც არ მისცა და საბოლოოდ პარკეტი დატოვა. 

ლუკამ კოჭი მესამე მეოთხედში გადაიბრუნა

ლუკამ მოედანზე ჯამში 29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 13 ქულა, 10-10 მოხსნა და პასი მიითვალა და დალასის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი ოფის მატჩში ტრიპლ-დაბლი შეასრულა. ამასთან, 21 წლისა და 175 დღის ასაკაში, დონჩიჩი გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფში სამმაგი დუბლი შეასრულა. უფრო პატარა ასაკში ეს მხოლოდ მეჯიქ ჯონსონმა (20 წელი, 238 დღე) და ლებრონ ჯეიმსმა (21 წელი, 113 დღე) შეძლეს.

რაც შეეხება სლოვენიელის ტრავმას, დონჩიჩი, რომელსაც რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას მარჯვენა კოჭზე პრობლემა ორჯერ შეექმნა, მძიმე დაზიანებას ამჯერად გადაურჩა.

"ყველაფერი ისე ცუდადაც არაა. მსუბუქი დაჭიმულობაა. გამიმართლა, რომ ეს მარცხენა კოჭზე შემემთხვა და არა - მარჯვენაზე", - თქვა მოგვიანებით ლუკამ.

დალასში შედეგიანობით კრისტაპს პორზინგისი გამოირჩა - 34 ქულა, 13 მოხსნა 

დალას მავერიკსისა და ლოს ანჯელეს კლიპერსის მეოთხე დაპირისპირება 23 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები