Thumbnail

UFC | შაბათს დიდი ბრძოლაა - სად არის ამ დროს კონორ მაკგრეგორი?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შაბათი | ხაბიბ ნურმაგომედოვი V მაქს ჰოლოუეი
  • ჩრდილში მყოფი კონორ მაკგრეგორი

UFC სერიების 223-ე ბრძოლის დღეს, ერთამანეთს ტონი ფერგიუსონი და დაუმარცხებელი (25-0) რუსი მებრძოლი - ხაბიბ ნურმაგომედოვი უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს.

სამწუხაროდ, დროებითმა მსუბუქი წონის ჩემპიონმა - ტონი ფერგიუსონმა მუხლის მძიმე ტავმა მიიღო და ბროძლისთვის მზადება შეწყვიტა.

მალევე, UFC-ის ბორდმა წარმოშობით დაღესტნელს ახალი მოწინააღმდეგე შეურჩია - მაქს ჰოლოუეი. ჰავაელი მებრძოლი, რომელიც ფრენკი ედგართან ბრძოლას ერთ თვის წინ მსუბუქი მუხლის ტრავმის გამო გამოეთიშა, UFC-ის წინადადებას დათანმდა და ექვსი დღით ადრე ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩხუბისთვის მზადება დაიწყო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს წლის მთავარ ბრძოლას?

ვინ მოიგებს წლის მთავარ ბრძოლას?
  • მაქს ჰოლოუეი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი

სად არის კონორ მაკგრეგორი?

შაბათს, ნურმაგომედოვის და ჰოლოუეის ჩხუბი, ახალ UFC-ის მსუბუქ წონოსან ჩემპიონს გამოავლენს, და აქვე ჩნდება კითხვა თუ სად არის ამ პროცესებში კონორ მაკგრეგორი, რომელიც ოქტაგონზე, ფლოიდ მეივეზერის და კიდევ ბევრი სხვა მიზეზების გამო წელიწადნახევარია არ გამოჩენილა.

UFC პრეზიდენტმა - დანა უაითმა განაცხადა, რომ მაკგრეგორი იმ წამს დაკარგავს წოდებას, როდესაც შაბათს პირველ მუშტს მოიქნევენ.

შაბათის ჩხუბი კონორ მაკგრეგორის 17 თვიან რეჟიმს დაასრულებს. დუბლინელმა, ტიტული 2016 წელს ედი ალვარესთან გამარჯვების შემდეგ დაიბრუნდა, როდესაც პენსილვანიელი მებრძოლი მედისონ სქუეარ გარდენში დაამარცხა.

მასშემდეგ ფერგიუსონმა და ნურმაგომედოვმა, მაკგრეგორი ჩხუბის მოთხოვნით არაერთხელ შეაწუხეს, მაგრამ ირლანდიის სიამაყე ახლადდაბადებული შვილით და ფლოიდ მეივეზერთან ბოქსის მატჩისთვის მზადებით იყო გართული.

შაბათის გამარჯვებულთან ბრძოლის მოლოდინში...

ირლანდიელმა, მაქს ჰოლოუეი 2013 წლის აგვისტოში, ბოსტონში დაამარცხა. ამ ჩხუბისთვის მოსამზადებელ ეტაპზე და უშუალოდ ჩხუბის დროს, ორივე მებრძოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მაგალითად მაკგრეგორიმ 10 თვიანი აღდგენითი პერიოდი გაიარა.

ბოსტონის შემდეგ, ჰოლოუეიმ 12 ბრძოლა ჩაატარა და თორმეტივე მოიგო, მაგრამ მაკგრეგორისთან რემატჩი ვერ დაიმსახურა.

თუ შაბათს ნურმაგომედოვმა გაიმარჯვა, UFC-ის 223-ე ჩხუბის დღის მთავარ მოვლენად უეჭველად ნურმაგომედოვი - მაკგრეგორის დაპირისპირებას მოიაზრებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები