Thumbnail

ხელფასი ისევ პრობლემაა - გიორგი აბურჯანია შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტვენტედან გიორგი აბურჯანიას წასვლა მოსალოდნელია
  • ენსხედელებისთვის პრობლემა ქართველის მაღალი ხელფასია

გიორგი აბურჯანიას ტვენტედან შესაძლო წასვლის შესახებ საუბარი ისევ მიმდინარეობს. twenteinsite-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს. თუმცა დაკონკრეტებული არაა, სევილიაში თუ რომელიმე სხვა კლუბში.

გიორგი ანდალუზიური კლუბიდან ტვენტეში იჯარით იმყოფება, რომლის ვადა 2021 წლის ზაფხულში იწურება.

ენსხედელებს ქართველი ნახევარმცველის მაღალი ხელფასის გადახდა დიდ პრობლემას უქმნით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილავენ. გიორგი ტვენტეში ტედ ვან ლეუვენმა მიიყვანა, რომელსაც ანორთოსისიდან იცნობდა.

აბურჯანია ენსხედურ კლუბში ამჟამად დაახლოებით 422 000 ევროს გამოიმუშავებს და მისი გუნდიდან გაშვება ტვენტეს სახელფასო ბიუჯეტს საგრძნობლად გამოუთავისუფლებს, რაც ახალი მოთამაშის დამატების შესაძლებლობას მისცემს.

📺 ვიდეო: აბურჯანიას ლამაზი ჯარიმა ფორტუნა სიტარდთან

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია ესნხედეს ტვენტეს ღირსებას 2019 წლის აგვისტოდან იცავს და გასულ სეზონში ერედივიზონში 17 თამაში ჩაატარა (2 გოლი). მიმდინარე პრესეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 2 გოლის გატანა მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები