Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 111:96 (1-1) ორლანდო მეჯიკი
  • იანისმა ორლანდოსთან 28 ქულა, 20 მოხსნა და 5 პასი მიითვალა 
  • პლეი ოფში ასეთი შედეგი XXI საუკუნეში ჯერ არავის უჩვენებია

მილუოკი ბაქსის ფორვარდმა იანის ანტეტოკუნმპომ NBA-ს პლეი ოფის მეორე მატჩში ორლანდო მეჯიკთან 28 ქულა, 20 მოხსნა და 5 პასი მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამ მოგების წყალობით, მილუოკიმ ორლანდოსთან აღმოსავლეთ კონფერენციის ¼-ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1-1.

იანის ანტეტოკუნმპო პირველი მოთამაშეა ლეგენდარული ჩარლზ ბარკლის შემდეგ (1986 წლის 18 და 20 აპრილს), ვინც NBA-ს პლეი ოფის პირველ ორ მატჩში არანაკლებ 25 ქულას, 15 მოხსნასა და 5 პასს აგროვებდა. XXI საუკუნეში კი ასეთი შედეგი ჯერ არავის უჩვენებია.

იანისი ორლანდოდან ვერავინ შეაჩერა

ამას გარდა, ბერძენი ბაქსის ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა ქარიმ აბდულ ჯაბარის შემდეგ, რომლის სტატისტიკა პლეი ოფის მატჩში 25/20/5 და მეტი იყო. 2000 წლიდან მოყოლებული, მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ შაკილ ო’ნილს (4-ჯერ), ტიმ დანკანს (3-ჯერ) ,კევინ გარნეტსა და დირკ ნოვიცკის ჰქონიათ.

ორლანდოსთან სერიის მეორე შეხვედრაში, იანისის გარდა, მილუოკიში ორმაგი დუბლი ჰქონდა პეტ კონოტონსაც - 15 ქულა, 11 მოხსნა. მეჯიკში კი შედეგიანობით ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა - 32 ქულა, 10 მოხსნა.  

📺 იანისი ორლანდოს წინააღმდეგ

ამ გუნდების სერიის მესამე დაპირისპირება 22 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები