Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 111:88 (1-1) პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • ენტონი დევისი პორტლენდთან საუკეთესო იყო - 31 ქულა, 11 მოხსნა
  • ლებრონ ჯეიმსმა თამაში სულ 10 ქულით დაასრულა   

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის მეორე ¼-ფინალურ შეხვედრაში პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1-1. 

გამარჯვებულთა შორის შედეგიანობით ენტონი დევისი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა, 11 მოხსნა. ლეიკერსის მძიმე ფორვარდმა მოედანზე 29 წუთი დაჰყო და ამ მაჩვენებლით ის კლუბის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი ოფის სტადიაზე 30 ქულა და 10 მოხსნა, მოედანზე გატარებულ 30 წუთზე ნაკლებ დროში მიითვალა.  

ამას გარდა, დევისი თავის კარიერაში პლეი ოფში ჩატარებულ პირველ 14 მატჩში 20 და მეტ ქულას ითვლიდა, მსგავსი სერია NBA-ს ისტორიაში კი მხოლოდ ლეგენდარულ ქარიმ აბდულ-ჯაბარსა და ლეიკერსში მის თანაგუნდელს, ლებრონ ჯეიმსს ჰქონიათ.

📺 ლეიკერსი V პორტლენდი

ამ უკანასკნელმა კი პორტლენდთან თამაში სულ 10 ქულით დაასრულა, რაც ლებრონის კარიერის ანტირეკორდია პლეი ოფის იმ მატჩში, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. აქამდე 35 წლის ვარსკვლავს წაგებული ჰქონდა პლეი ოფის 6-ივე თამაში, რომელშიც 15-ზე ნაკლებ ქულას აგდებდა.

პორტლენდში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით დემიენ ლილარდი იყო.

ლეიკერსმა პორტლენდთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა

¼-ფინალურ სერიაში ლეიკერსისა და პორტლენდის მესამე დაპირისპირება თბილისის დროით 23 აგვისტოს, შუა ღამისას გაიმართება. სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები