Thumbnail
  • ინდიანა 100:109 მაიამი 
  • ნეით მაკმილანმა 11 კალათბურთელი ათამაშა

ორლანდოში NBA-ს პლეი ოფის I წრის მეორე მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი მაიამი ჰითთან კვლავ დამარცხდა - 100:109. ფლორიდელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ...

ინდიანას თავკაცმა ნეით მაკმილანმა განაცხადში მყოფი 13 მოთამაშიდან 11 გამოიყვანა (ზოგი მხოლოდ 11 წამით), მაგრამ ამ სიაში ვერ მოხვდა NBA-ს ქართველი ახალბედა, რომლის დებიუტი პლეი ოფის ეტაპზე კვლავ გადაიდო. 

გოგა ბითაძემ რეგულარულ სეზონში 54 მატჩი ითამაშა. მისი სტატისტიკა: 3.2 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი და 0.7 დაფარება.

მაიამიმ სამქულიანებით "დაბომბა" ინდიანა - 18 სამქულიანი ჩაუგდო (აქედან 7 რობინსონზე მოდის). წაგებულთა რიგებში 22 ქულა ვიქტორ ოლადიპომ ჩააგდო. გამოირჩნენ ბროგდონი (17) და ტერნერიც (17). როდესაც მაილს ტერნერი ისვენებდა, ინდიანა "დაბალი" შემადგენლობით თამაშობდა. როგორც ჩანს, მაკმილანს პლეი ოფში ბითაძის არ ეიმედება.

📺 ინდიანა V მაიამი

სერიის მესამე მატჩი 22 აგვისტოს (23:30 თბილისის დროით) კვლავ ორლანდოში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ინდიანამ აღმოსავლეთი კონფერენცია მე-4 ადგილზე დაასრულა, მაიამიმ კი - მეხუთეზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები