Thumbnail

დიდი ქაოსი ევროთასებზე - კიდევ ერთი თამაში გადაიდო, ერთიც ჩაშლის პირასააა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპალიგაზე დღეს ერთი მატჩი გადაიდო
  • ირლანდიელები ლიტველების დასჯას ითხოვენ

 ფეხბურთელთა COVID-19-ით ინფიცირების გამო 2020/21 წლების ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩი დაზარალდა...

ოთხიდან სამი შემთხვევა კოსოვოური კლუბებზე მოდის (დრიტა, პრიშტინა, გილანი) - გასულ კვირას კოსოვოს ჩემპიონ დრიტას მარცხი ჩაეთვალა. ახლა სან მარინოს კლუბ ტრე პენეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტუმარი გილანის (კოსოვო) ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფეხბურთელი სასტუმროში თვითიზოლაციაშია. ტრე პენესა და გილანის თამაში გადაიდო და თუ პარასკევამდე არ შედგა, კოსოვურ კლუბს 0:3 მარცხი ჩაეთვლება. ეს მატჩი უეფას ევროპალიგის წინასაკვალიფიკაციო წრეში დღეს უნდა გამართულიყო. 

მეოთხე კლუბი, რომელშიც ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სლოვაკური სლოვანია. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო წრეს ეს გუნდი მხოლოდ პარასკევს ითამაშებს ისლანდიაში კლასვიკთან, მაგრამ კუნძულზე სლოვანის სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები მიფრინავენ.

ასევე ირლანდიური დერი სიტი უეფასგან ითხოვს, რომ კლუბს ლიტვურ რიტერიაისთან მოგება ჩაეთვალოს ევროპალიგაზე. ირლანდიელები ორშაბათს უნდა გაფრინდნენ ლიტვაში, რომლის მთავრობამაც მოულოდნელად შეცვალა საერთაშორისო ფრენების წესები - ახლა ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან ჩამოფრენილებმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ეს კი რა თქმა უნდა, ნონსენსია ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები