Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა წლის პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
  • საქართველო 5:1 ინგლისი.
  • 5 აპრილს საქართველოს და ინგლისის ნაკრებები მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
  • პირდაპირ რეპორტაჟს კვლავ პირველი არხი აწარმოებს

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ინგლისის ეროვნულ გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა, 5:1.

მიუხედავად იმისა, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა.

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში 3 ნატურალიზებული ბრაზილიელი მოხვდა: რონინიო და ორი ახალი მოთამაშე: სიმი საიოტი და და მატა ფეიტოსა

სიმი საიოტი და თალეს და მატა ფეიტოსა

პირველ 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 3 გოლი გაუტანა და თავიდანვე გაცხადდა, რომ ასათიანის გუნდი მეტოქეს გაანადგურებდა. 

ანგარიში რონინიოს ეფექტური გოლით გაიხსნა, რასაც და მატას და სებისკვერაძის შედეგიანი დარტყმები მოჰყვა. ტაიმის დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა გოლი ინგლისელებმა გაიტანეს და საბოლოოდ, პირველი ნახევარი 3:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო - სიმი საიოტმა დროის მოკლე მონაკვეთში 2 გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები 5:1 დაწინაურდა.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთა და მეტი გოლი აღარ გასულა.

ვიდეო | პირველი არხი

საქართველო 5:1 ინგლისი

გოლები: 1:0 რონინიო, 2:0 და მატა, 3:0 სებისკვერაძე, 4:1 საიოტი, 5:1 საიოტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

თორნიკე ბუკია, რონინიო, თალეს და მატა ფეიტოსა, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი

სათადარიგოები: კეფაშვილი, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, ჭუმბურიძე, კობაიძე, თოდუა, მაისაია, ნიყვაშვილი, კეკელია.

იუბილარი რონინიო საუკეთესო იყო

კომენტარები

ბოლო ამბები