Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსიამ წინა ხაზი გააძლიერა
  • BVB-მ რეალიდან ბრაზილიელი თავდამსხმელი წაიყვანა
  • მიხაელ ცორკი მას ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს

მადრიდის რეალიდან არენდით აყვანილ ფეხბურთელებთან დაკავშირებით დორტმუნდის ბორუსიას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, BVB-მ თამამად გადადგა მორიგი ასეთი ნაბიჯი და ‘სამეფო კლუბიდან’ ნიჭიერი ბრაზილიელი შემტევი რეინიერი ინათხოვრა. ეს უკანასკნელი 18 წლისაა და ყველა ტოპ-ტალანტად მოიხსენიებს.

რეინიერ ჟეზუშ კარვალიოს ტრანსფერზე გერმანულ მედიაში ბოლო დროს ხშირად იწერებოდა, ახლა კი დორტმუნდელებმა რეალთან შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურეს. რეინიერი ბორუსიაში 2 სეზონს გაატარებს. ბრაზილიელის ძირითადი პოზიცია შემტევი ნახევარმცველობაა - შეუძლია როგორც ცენტრში, ისე ფლანგზე თამაშიც.

მიხაელ ცორკი და რეინიერი კონტრაქტის გაფორმებისას

“რეინიერი არის უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომელიც წინა ხაზზე ყველგან შეგიძლია გამოიყენო, - აცხადებს ბორუსიას სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი, - ორ წელზე მეტია, რაც ამ ბიჭს ვაკვირდებით.  ძალიან ტექნიკური და ამავდროულად, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა.”

ესპანური ‘მარკა’ წერს, რეინიერის არენდით წაყვანა ბევრ კლუბს სურდა. ბრაზილიელი რეალმა ზამთარში 30 მილიონად შეიძინა და მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ახლო წარსულში დორტმუნდს რეალიდან არენდით აშრაფ ჰაკიმი ჰყავდა აყვანილი, რომელმაც უდიდესი პროგრესი განიცადა. 2 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰაკიმი კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები