Thumbnail

რა დაუჯდა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი - ალ-ხელაიფის სატრანსფერო ხარჯი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა
  • MisterChip-მა დათვალა, რამდენი დახარჯა პსჟ-ის მფლობელმა ტრანსფერებში

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლაიპციგი დაამარცხა (3:0) და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში, თავის ისტორიაში პირველად გააღწია. 

ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა სტატისტიკურმა ტვიტერმა MisterChip-მა, რომელსაც 3 მილიონი მკითხველი ჰყავს, გამოთვალა, სატრანსფერო ბაზარზე რამდენი დაუჯდა ეს წარმატება ფრანგული კლუბის მფლობელ ნასერ ალ-ხელაიფის, მისი შეძენის დღიდან.

ნასერ ალ-ხელაიფიმ პარი სენ-ჟერმენი 2011 წელს შეიძინა, დღემდე კი ტრანსფერებში 1,3 მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა. აღნიშნულ პერიოდში პარიზელებმა ფეხბურთელების გაყიდვიდან ჯამში 443 მილიონი ევრო მიიღეს და სხვაობა 860 მილიონ ევროს შეადგენს.

პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში განხორციელებული ყველაზე ძვირფასი ტრანსფერების ჩამონათვალში არიან: ნეიმარი (222 მილიონ ევრო), კილიან მბაპე (145 მლნ), ედინსონ კავანი (64,5 მლნ), ანხელ დი მარია (63 მლნ), მაურო იკარდი (50 მლნ) და დავიდ ლუისი (49,5 მლნ).

პსჟ-ს ლიგის ფინალში პირველად გასასვლელად 110 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც რეკორდია

ალ-ხელაიფის მმართველობის პერიოდში, პარი სე-ჟერმენმა 7-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატში, 8-ჯერ საფრანგეთის თასზე, 7-7-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასსა და საფრანგეთის სუპერთასზე გაიმარჯვა.

ტუხელის გაწვრთნილმა პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ლიონი-ბაიერნის ნახევარფინალურ წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება. ტურნირის ფინალი ლისაბონში 23 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები