Thumbnail
  • ინდიანა 101:113 მაიამი
  • გოგა ბითაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია

NBA-ს პლეი ოფის I წრის პირველ მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი მაიამი ჰითთან 101:113 დამარცხდა. ქართველი ახალბედის დებიუტი პლეი ოფის სტადიაზე, გადაიდო...

გოგა ბითაძე მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ ინდიანას თავკაცმა ნეით მაკმილანმა ის მოედანზე არ გამოიყვანა, იმის მიუხედავად, რომ სათადარიგოთა სკამზე ერთადერთი ცენტრი იყო სათამაშო ამპლუით. მაკმილანმა სულ 10 კალათბურთელი ათამაშა. ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 32:36 წუთი ითამაშა, დანარჩენ დროს ინდიანა "დაბალი" შემადგენლობით თამაშობდა. 

ინდიანას რიგებში მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულა და 10 პასი მიითვალა, ტი ჯეი უორენმაც 22 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 3 პასიც დაუმატა. მაილს ტერნერს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (9 ქულა, 9 მოხსნა, 3 დაფარება). გამარჯვებულთა რიგებში ბატლერი (28 ქულა), დრაგიჩი (24), ადებაიო (17 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი) და ჰერო (15) გამოირჩნენ. 

ინდიანასა და მაიამის მეორე დაპირისპირება 20 აგვისტოს (21:00 თბილისის დროით) შედგება. 

კომენტარები

ბოლო ამბები