Thumbnail

Barca TV-სთან საუბარში ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოზეპ-მარია ბარტომეუმ დაადასტურა, რომ კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლანდიელ რონალდ კუმანს ნიშნავს:

ჟოზეპ-მარია ბარტომეუ (ბარსელონას პრეზიდენტი): "თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დიახ, ბარსას ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი იქნება. ჩვენ აქცენტს კუმანზე მისი გამოცდილების გამო ვაკეთებთ. ის ჩვენს "დრიმ თიმში" იყო და ბარსას ფილოსოფია მისი ფილოსოფიაცაა".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბაიერნთან 2:8 სამარცხვინო მარცხის შემდეგ კლუბმა თანამდებობიდა კიკე სეტიენი გაუშვა და მის ადგილზე მოლაპარაკებას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცთან აწარმოებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები