Thumbnail

მიუნხენის ბაიერნი ლიონთან ყველას უპირობო ფავორიტად მიაჩნია. ეს ლოგიკურია, რადგან მეოთხედფინალში ბავარიულმა გრანდმა ბარსელონა 8:2 გაანადგურა. რეკორდმაისტერის ლეგენდარული ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი ბაიერნის ფეხბურთელებს აფრთხილებს და ლიონთან ყურადღებით ყოფნისკენ მოუწოდებს.

“ბარსელონასთან 8:2, რა თქმა უნდა, ფანტასტიკური ამბავი იყო, მაგრამ ამ მატჩში გამოჩნდა ერთადერთი შანსი, როგორ უნდა გაუტანო ბაიერნს: ფლანგის მცველები კიმიხი და დევისი ზედმეტად ხშირად იყვნენ შეტევაში. ექსტრემალური პრესინგის შედეგია ის, რომ უმეტესად 9 ან სულაც 10 ფეხბურთელია მეტოქის ნახევარზე. დარჩენილ 1 ან 2 მატჩში ბაიერნი ამ სტილს აღარ შეცვლის, რადგან ეს მწვრთნელი ჰანსი ფლიკის ხელწერაა. იმის თქმა მინდა, რომ ლიონთან ფრთხილად უნდა იყვნენ!” - წერს 52 წლის ეფენბერგი პორტალ t-online.de-ს სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2013 წელს მოიგო და მას შემდეგ 4 ნახევარფინალი წააგო: 2014 წელს რეალთან, 2015 წელს ბარსელონასთან, 2016 წელს ატლეტიკოსთან და 2018 წელს ისევ რეალთან.

ეფენბერგი იმაზეც წერს, როგორ შეუძლია ლიონს ამ ნეგატიური სერიის გაგრძელება: “გრძელი პასებით და სწრაფი კონტრშეტევებით ლიონს ბაიერნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ვფიქრობ, ეს გუნდი ბაიერნისთის მანჩესტერ სიტიზე სახიფათოა.” - ლიონმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სწორედ სიტი დაამარცხა. 

ზოგადად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 4 გერმანელი მწვრთნელია - თომას ტუხელი (პსჟ), ჰანსი ფლიკი (ბაიერნი) და იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგი). ეფენბერგი სამივეს აქებს: “სამივე შესანიშნავი სპეციალისტია, ძალიან ემპათიურები არიან და სამივეს დიდი პერსპექტივა აქვს.”

კომენტარები

ბოლო ამბები