Thumbnail

ისევ კორონავირუსი - ლიგა 1-ში სეზონის გახსნის მატჩი გადაიდო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარსელი - სენტ ეტიენი გადაიდო
  • კორონავირუსი ფეხბურთს ისევ ხელს უშლის

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2020/21 წლების სეზონის გახსნის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო. ლიგის ვებგვერდის ცნობით, მარსელის ოლიმპიკში COVID-19-ის სამი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ამ გუნდისა და სენტ ეტიენის მატჩი გადაიდო.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშულია, რომ თამაში 16 ან 17 სექტემბერს გაიმართება.

"სამშაბათს, 18 აგვისტოს, მარსელში ჩატარებული ტესტირების შემდეგად, დადასტურდა, რომ გუნდში კორონავირუსია. შესაბამისად, 21 აგვისტოს დაგეგმილი მარსელი-სენტ ეტიენის მატჩი გადაიდო. პროტოკოლის თანახმად, LFP-ის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამაში ოთხშაბათს, 16 სექტემბერს ან ხუთშაბათს, 17 სექტემბერს გადაიტანოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის პირველი ტურის ორი მატჩი აქამდეც გადადებულიც იყო. საუბარია მონპელიე ლიონისა და პსჟ-მეცის შეხვედრებზე, რისი მიზეზიც ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული კლუბების მონაწილეობაა.

გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ ლიგა 1-ის პირველი ტურის კიდევ ერთი თამაში, ნიმსა და ბრესტს შორის გადაიდოს, რადგან მასპინძელთა რიგებში კორონავირუსის ორი საეჭვო შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები