Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 109:101 ფილადელფია სიქსერსი
  • ჯოელ ემბიიდი მატჩის შემდეგ ძალიან თვითკრიტიკული იყო
  • ბრეტ ბრაუნს მეორე მატჩში მოგების იმედი აქვს
  • სელტიკსს გორდონ ჰეივორდი დაუშავდა

NBA-ს მერვედფინალის პირველ მატჩში ბოსტონმა ფილადელფია 109:101 დაამარცხა. სიქსერსის ლიდერმა ჯოელ ემბიიდმა 26 ქულით და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ბენ სიმონსის არყოფნაში ეს საკმარისი არ იყო. სელტიკსიდან ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა ითამაშეს ბრწყინვალედ: პირველს 32 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა, მეორეს კი - 29 ქულა. მატჩის შემდეგ, ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ფილას კამერუნელი ცენტრის, ემბიიდის კომენტარი იყო.

“არაფერი არ იყო საკმარისი,” - აღნიშნა 26 წლის ცენტრმა, - უფრო აგრესიული უნდა ვიყო. ალბათ კიდევ რამდენიმე კომბინაცია უნდა დავამუშავოთ, მაგრამ არ ვიცი… მეორე თამაშისთვის ბევრი რამ არის გამოსასწორებელი.”

ფილას მთავარმა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა ტაქტიკა, რა თქმა უნდა, ემბიიდზე ააგო, რადგან ჯოელს დიდი უპირატესობა აქვს ბოსტონის ცენტრ დანიელ თაისთან შედარებით. თუმცა სელტიკსი თამაშს მომზადებული შეხვდა და მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქცია. მარტი პირველ მეოთხედში ფილადელფიას 7 დაკარგვა ჰქონდა - მათ შორის 3 ემბიიდს. არადა, სიმონსის არყოფნაში კამერუნელი ფილას ერთადერთი იმედია - გუნდის წარმატება და წარუმატებლობა პირველ რიგში სწორედ ემბიიდზეა დამოკიდებული.

“ვიცი, რომ მეტი მომეთხოვება. საქმე მაქვს, მისია - ეს გუნდი მხრებით უნდა ვატარო. თანაგუნდელების კარგი თამაშიც მჭირდება, მაგრამ მეთვითონაც მეტი უნდა გავაკეთო. მეტი უნდა ვისროლო, აგრესიული ვიყო,” - საკმაოდ თვითკრიტიკული იყო მატჩის შემდეგ ემბიიდი.

ბოსტონი სერიაში 1:0 დაწინაურდა. მეორე მატჩი ხუთშაბათს გამთენიისას გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სელტიკსს გორდონ ჰეივორდი დაუშავდა და ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ფილასთან მეორე შეხვედრაში.

სიქსერსის დამრიგებელ ბრაუნს პირველ მატჩში წაგების განსაკუთრებით ნეგატიურად შეფასება არ სურდა და მხოლოდ ეს თქვა: “ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყველა მარცხი ყარს, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს პასუხები კითხვაზე “რატომ”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები