Thumbnail

'ფეხბურთი სისტემურად დაავადებულია' - შიშვლების მატჩი გერმანიაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გერმანიის ქალაქ ერ-ერკენშვიკში მატჩი გაიმართა, რომელშიც შიშვლებმა ითამაშეს
  • მონაწილეებმა აქციით ფეხბურთის მოჭარბებული კომერციალიზაცია გააპროტესტეს 

გერმანიის ქალაქ ერ-ერკენშვიკში, 14-ათასიან სტადიონზე "შტიმბერგზე", უცნაური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. მისი ყველა მონაწილე, არბიტრის გამოკლებით, მოედანზე სრულიად შიშველი იყო. მოთამაშეებმა ამ აქციით ფეხბურთის მოჭარბებული კომერციალიზაცია გააპროტესტეს.

ფეხბურთელებს მხოლოდ ბუცები და გეტრები ეცვათ, რომლის ფერის მიხედვითაც, ისინი თანაგუნდელებს მეტოქეებისგან ანსხვავებდნენ. მოთამაშეებს ნომრები შიშველ ზურგებზე ეწერათ.

აქციისს ორგანიზატორი 34 წლის მხატვარი გერიტ სტარჩევსკი იყო, რომლის თქმით, შიშველი სხეულები სიმბოლოა იმ ბუნებრიობისა და აუთენტურობის, რომელიც თანამედროვე პროფესიონალურ ფეხბურთს აკლია.

"ფეხბურთი სისტემურად დაავადებულია და ჩვენ გადავწყვიტეთ ეს, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე გვეჩვენებინა, - ამბობს მხატვარი. - მგონია, რომ ნამდილი მაშინ ხარ, როდესაც ტანს არაფერი გიფარავს - სარეკლამო ბანერით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული.

სიშიშვლით მრავალფეროვნებისა და ბუნებრიობის მაგალითსაც ვიძლევით. ასევე ვეწინააღმდეგებით სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებასა და მის გავლენას, ასევე - სილამაზის ცრუ იდეალებს".

კომენტარები

ბოლო ამბები