Thumbnail

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ყინულის ჰოკეის ნაკრები ბათუმში ემზადება.
  • ქართველი ჰოკეისტები 14 აპრილს სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმში მზადებას განაგრძობს. ქართველი ჰოკეისტები მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადებიან. ტურნირი სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. საქართველოს მეტოქეები იქნებიან: ბულგარეთი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი და ჰონკონგი.

ნაკრების შეკრება 3-დან 13 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირი 16 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.

საქართველოს ნაკრები 2014 წლიდან მესამე დივიზიონში ასპარეზობს. შარშანდელ ტურნირზე საქართველო ნახევარფინალში ბულგარეთთან დამარცხდა - 9:3. მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში კი ჰონკონგი გაანადგურა, ქართველ ჰოკეისტებმა მეტოქეს 14:3 მოუგეს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში აღზევდება.

შემადგენლობა: №1 - ამბროლავა კახა (მეკარე) №23 - დავითაშვილი მიხეილ (მცველი) №7 - დუმბაძე ვიტალი (ფორვარდი) №21 -...

Posted by საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია - Georgian Ice Hockey Federation on სამშაბათი, 03 აპრილი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები