Thumbnail
  • ატლეტიკოს ფორვარდი კონტრაქტის დასრულებას აღარ ელოდება
  • 31 წლის დიეგო კოშტას კარიერის გაგრძელება მილანში სურს

მადრიდის ატლეტიკოს 31 წლის ფორვარდმა დიეგო კოშტამ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კლუბი შეიცვალოს და იტალიურ მილანში აღმოჩნდეს. ეს ინფორმაცია პირველმა ესპანელმა ჟურნალისტმა სორე ხუან გატომ გაავრცელა და მთელმა რიგმა სპორტულმა ვებ-გვერდებმა აიტაცეს.

როგორც ირკვევა, კოშტამ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გერმანულ ლაიპციგთან მარცხის შემდეგ ახლობლებს განუცხადა, რომ ესპანეთში დარჩენას აღარ აპირებს და მისი შემდეგი კლუბი მილანი იქნება. არადა, დიეგოს ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

ლა ლიგის გასულ სეზონში კოშტამ 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლს 4 საგოლე პასი წაამატა. 31 წლის თავდამსხმელი მადრიდული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მანამდე კი, სელტაში, ალბასეტეში, ვალიადოლიდში, რაიო ვალეკანოსა და ჩელსიშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები