Thumbnail

გორის დილამ რომან ჭანტურია დაიმატა - ის იტალიური ემპოლის წევრიც იყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რომან ჭანტურიას პორტუგალიურ და მალტურ კლუბებშიც უთამაშია
  • 24 წლის ფორვარდმა დილასთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა

გორის დილამ 24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი რომან ჭანტურია დაიმატა, რომელიც ეროვნული ლიგის კლუბთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და დილასთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

ჭანტურია თბილისის ლოკომოტივის აკადემიის აღზრდილია, რომელმაც კარიერა იტალიურ ემპოლიში (2013 წელს იუნიორთა, 2016-დან კი მთავარ გუნდში) გააგრძელა, იქიდან კი, განათხოვრების წესით თამაშობდა პორტუგალიის (ოლანენსე), იტალიისა (პრატო) და მალტის (სენგლეა ატლეტიკი) კლუბებში.

ამას გარდა, რომანი იჯარის წესით 2 ქართული კლუბის ღირსებას იცავდა: 2018 წელს მშობლიურ ლოკომოტივში დაბრუნდა, 2019 წელს კი ბათუმის დინამოში ირიცხებოდა. მას შემდეგ ჭანტურია თავისუფალი აგენტი გახდა და გორელებს სწორედ ამ სტატუსით შეურთდა.

რომანს უთამაშია საქართველოს ასაკობრივ გუნდებშიც: U17 ნაკრები (5 მატჩი), U19 ნაკრები (5 მატჩი), U21 ნაკრები (7 მატჩი, 4 გოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები