Thumbnail

ლევანდოვსკი საუკეთესო შეიძლება მაინც გახდეს - ფიფა The Best-ს ჩაატარებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ფიფა The Best-ს მაინც ჩაატარებს
  • ოქროს ბურთის გაუქმება განსაკუთრებით ბაიერნის ფანებს არ მოსწონდათ
  • რობერტ ლევანდოვსკი ფავორიტია, წლის საუკეთესო რომ გახდეს

"ოქროს ბურთის" გაუქმებამ საფეხბურთო სამყაროში ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით ბაიერნის და რობერტ ლევანდოვსკის ფანები იყვნენ განაწყენებულნი, რადგან პოლონელს ამ სეზონში "ოქროს ბურთის" მოგების რეალური შანსი ჰქონდა.

"ფრანს ფუტბოლისგან" განსხვავებით, ფიფა თავის ყოველწლიურ პრიზს, "The Best"-ს მაინც გადასცემს. სწორედ ლევანდოვსკის ფაქტორის გამო, ბაიერნის ხელმძღვანელობა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფას მსგავსი ნაბიჯისკენ მოუწოდებდა, რადგან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ კორონავირუსის გამო თავისი პრიზი წელს ფიფასაც არ გაეცა.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დამპირდა, რომ წელს საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო ქალი ფეხბურთელისა და საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მაინც გადასცემენ. ეს მხოლოდ მახარებს".

გაუქმებული ევროპის ჩემპიონატის ფონზე, დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გადამწყვეტი როლი ჩემპიონთა ლიგაში ბაიერნის შესაძლო წარმატებას ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები