Thumbnail

ნინუას ნათლობა პაოკ-ში - ნიკას ახალ გუნდში ტრადიციული დახვედრა მოუწყვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სალონიკის პაოკ-ის ქართველმა ახალწვეულმა ნიკა ნინუამ ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ტრადიციული ნათლობაც გაიარა. წვრთნის დაწყებამდე, თანაგუნდელებმა დერეფანი გაუკეთეს და ქართველ ფეხბურთელს ხელების წამორტყმით მიესალმნენ. ამგვარი ცერემონია ბევრ გუნდშია მიღებული და გამონაკლისი არც საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნინუამ პაოკთან 4-წლიანი კონტრაქტი 2 დღის წინ გააფორმა და 32-ე ნომრით ითამაშებს. ნიკა დინამო თბილისის აკადემიის აღზრილია და გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა. შედეგად, ის ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ნიკამ მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა და ერთი გოლით გამოირჩა.

ნიკა ნინუა პაოკ-ში პირველ ვარჯიშზე

რაც შეეხება პაოკს, 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონი გახდა, ხოლო ბოლო სეზონში მხოლოდ პირეოსის ოლიმპიაკოსს ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მისი მეტოქე სტამბოლის ბეშიქთაში იქნება, რომელსაც ნინუას დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები