Thumbnail
  • ფიდემ პანდემიის პერიოდში მასშტაბური ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა
  • ქართველი მოჭადრაკეები პირდაპირ უმაღლეს დივიზიონში დაუშვეს

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ონლაინ-ოლიმპიადაში, რომელიც ფიდეს ორგანიზებით მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში პირველად ტარდება და 30 აგვისტომდე გასტანს. ტურნირი პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე: Chess.com მიმდინარეობს და მასში ორ ეტაპად, საერთო ჯამში, 163 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 12 მონაწილისგან. პარტიები იმართება 6 დაფაზე (2 ვაჟი, 2 ქალი, ჭაბუკი, გოგონა) შემდეგი დროის კონტროლით: 15 წუთი 5 წამის დამატებით. დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს 16 გუნდი შეეჯიბრება: ოთხი ქვეჯგუფიდან 3-3 გამარჯვებული+4 გუნდი ფიდეს ნომინირებით, ფინალური ეტაპი კი, ნოკაუტ-სისტემით გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონტინენტალურ საჭადრაკო ფედერაციებს რამდენიმე ქვეყნის ნომინირების შესაძლებლობა ჰქონდათ, რომლებიც პირდაპირ უმაღლეს დივიზიონში (19-23 აგვისტო) ჩაერთვებოდნენ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სწორედ ამგვარ გუნდთა შორის მოხვდა. ქართველი მოჭადრაკეების წარდგენა ევროპის საჭადრაკო კავშირმა მოახდინა.  საჭადრაკო ონლაინ-ოლიმპიადაზე საქართველო შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

I დაფა – ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე (სათადარიგო)
II დაფა – ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე (სათადარიგო)
III დაფა – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი (სათადარიგო)
IV დაფა – მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი (სათადარიგო)
V დაფა – ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა (სათადარიგო)
VI დაფა – დიანა ლომაია, ლილე ქორიძე (სათადარიგო)
გუნდის კაპიტანი: საერთაშორისო დიდოსტატი ვალერიანე გაფრინდაშვილი

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები