Thumbnail

ხვიჩა ისევ საუკეთესოა - კვარაცხელია ზედიზედ მეორედ აღიარეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურის საუკეთესო დრიბლიორი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას Match Premier ავრცელებს.

რუბინის ქართველმა შემტევმა ურალთან დაპირისპირებაში 8 წარმატებული დრიბლინგი (14 მცდელობიდან) განახორციელა, რაც ტურში საუკეთესო შედეგი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა აღნიშნულ კომპონენტში პირველ ტურშიც გამორჩეული იყო.

ხვიჩას მატჩის წინ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი გადასცეს

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ურალთან მატჩში (1:1) შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი თადარიგში დარჩა. თამაშის დაწყებამდე, ხვიჩას 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოც გადასცეს.

კვარაცხელიამ გასულ სეზონში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, ჩვენებურმა ორჯერ ითამაშა, თუმცა ჯერჯერობით საგოლე კომბინაციაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. რუბინს ორ ტურში 1 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 აგვისტოს, სტუმრად სოჭის დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები