Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ბრაზილიელებით გაძლიერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები 4-5 აპრილს ინგლისს შეხვდება.
  • მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი 4 და 5 აპრილს ინგლისის ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება, დასწრება კი თავისუფალია

საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელშიც 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ასათიანის გუნდს ამხანაგურ შეხვედრებში ორი ნატურალიზებული ბრაზილიელი ფეხბურთელი დაეხმარება: და მატა ფეიტოსა თაკლესი, რომელიც სერბული ეკონომაცის ღირსებას იცავს და სიმი საიოტი, რომელიც რუსულ სიბირიაკში ასპარეზობს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), დავით კეფაშვილი (იმპერიალი, რუმინეთი)

წინა ხაზი: სიმი საიოტი (სიბირიაკი, რუსეთი), და მატა ფეიტოსა (ეკონომაცი, სერბეთი), კახა მაიასაია (თელასი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი) 

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი):

“დავიწყეთ მზადება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის. გამოძახებული გვყავს საბრძოლო შემადგენლობა, მათ შორის ლეგიონერებიც, რომელთა იმედი შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში გვექნება. 5-6 წამყვანი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, რომლებიც სამწუხაროდ ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა მეორე მხრივ, შანსი მიეცემათ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ორი თამაში სასიკეთოდ გამოვიყენოთ”

კომენტარები

ბოლო ამბები