Thumbnail

ბაიერნთან კატასტროფის შემდეგ, ბარსელონამ 2019/20 წლების სეზონში ერთადერთი ჯილდოს მოგების შანსიც დაკარგა. 2007/08 წლების სეზონის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კატალონიურმა გრანდმა ვერცერთი ტიტული მოიგო.

2019/20 წლების სეზონში ბარსელონამ ლა ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა, დამარცხდა ესპანეთის სუპერთასსა და ესპანეთის თასის ¼-ფინალში. სულ ახლახან კიკე სეტიენის გუნდი ჩემპიონთა ლიგას ¼-ფინალში, ბაიერნთან ანგარიშით 2:8 მარცხის შემდეგ გამოეთიშა. 

ბარსელონაში მძიმე ვითარებაა და ცვლილებებია საჭირო. ესპანური მედიის ცნობით, 17 აგვისტოს დაიგეგმა კლუბის დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკადრო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კიკე სეტიენმა ბარსელონა ზამთარში ჩაიბარა

დიდი ალბათობით, სხდომაზე გამოცხადდება თანამდებობებიდან კიკე სეტიენისა და ერიკ აბიდალის გათავისუფლების შესახებ. ჟურნალისტების ცნობით, ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სეტიენის გაშვება უკვე გადაწყვეტილია. უბრალოდ, კლუბი ამას ოფიციალურად სწორედ ორშაბათს გამოაცხადებს.

გადაადგილებები შეეხება სხვა პოზიციებსაც და მათ შორის, კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს, რომელსაც ერიკ აბიდალი იკავებს. იუწყებიან, რომ სწორედ აბიდალი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეტიენის მიწვევის მთავარი მომხრე.

ბარსელონამ ერთ მატჩში 8 გოლი 1946 წლის შემდეგ პირველად გაუშვა

თანამდებობა შეიძლება დატოვოს კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმაც. ჟურნალისტების ცნობით, ბარტომეუს ბედიც, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, დირექტორთა საბჭოს სხდომაზე უნდა გაირკვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები