Thumbnail

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგალარული სეზონის დასკვნით მატჩში მაიამი ჰითს 109:92 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი გამარჯვებაში მცირე წვლილი შეიტანა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ერთ ეპიზოდში გოგა ბლოკის დაყენებას ცდილობდა, როდესაც მას დერიკ ჯონსი შეეჯახა და ისე დაშავდა, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ჰითის კალათბურთელს კისერი აქვს დაზიანებული.

ინდიანამ რეგულარულო პირველობა 45 მოგებითა და 28 მარცხით დაასრულა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი დაიკავა. ბითაძის გუნდი მერვედფინალურ სერიაში სწორედ მაიამის გაეჯიბრება. დაპირისპირება სტარტს 18 აგვისტოს აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები