Thumbnail

'ეს კატასტროფაა, ბარსელონა არ ვიყავით' - ბარტომეუმ ფანებს მოუბოდიშა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანური ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ ბაიერნთან კოშმარული მარცხის (2:8) შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ რამდენიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ბარტომეუს აზრით, ეს არ იყო ის გუნდი, რომელსაც ბარსელონა წარმოადგენს...

ჟოზეპ მარია ბარტომეუ (ბარსელონას პრეზიდენტი): "ძალიან რთული საღამო და ძალიან რთული მარცხი იყო. ვწუხვარ გულშემატკივრების გამო, ყველა ჩვენგანისთვის, არ ვიყავით ის გუნდი, ის კლუბი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ეს ჩემთვის ძალიან მტივნეულია. ძალიან სერიოზული მარცხია. ვულოცავ ბაიერნს, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში.

ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩვენს დონეზე და ეს არის კატასტროფა. ახლა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ზოგიერთი უკვე მოფიქრებულია, მაგრამ დღეს ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებსა და პარტნიორებს. დღეს არ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებებს, ზოგი მათგანი უკვე მიღებულია, ზოგი - მიიღება. ამას მომდევნო კვირაში გავაკეთებთ, დღეს არაფერს ვიტყვი“.

📺 ბაიერნი V ბარსელონა

შეგახსენებთ, რო 2019/20 წლების სეზონი ბარსელონასთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. კატალონიურ გრანდს ყველა ტურნირზე ხელი მოეცარა და ტიტულის გარეშე დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები