Thumbnail

'მომდევნო მატჩს ნულიდან ვიწყებთ' - ფლიკი ნახევარფინალზე ფიქრს იწყებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონას განადგურების (8:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ახლა მისი გუნდი მომდევნო თამაშზე უნდა ფოკუსირდეს, რადგან ის ნულიდან დაიწყება:

ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): "ვიცოდით, რომ თუ მათზე ზეწოლას მოვახდენდით, შანსს მივიღებდით. ამ გუნდში ასეთი ხარისხი და ინტენსივობა გვაქვს. ახლა გვჭირდება აღდგენა და ყურადღების მომდევნო მატჩზე გამახვილება, რომელსაც ისევ ნულიდან ვიწყებთ.

მიულერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს იმსახურებდა. ის იყო ერთ-ერთი ვინც აკონტროლებდა ჩვენს პრესინგს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი გუნდი მთლიანობაში უნდა შევაქო, რომ 90 წუთის განმავლობაში ეს ინტენსივობა შევინარჩუნეთ".

📺 ბარსელონა V ბაიერნი

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის ეტაპზე 8 გოლი გაიტანა. ბარსელონამ კი 1946 წლის შემდეგ პირველად გაუშვა თამაშში 8 გოლი. „რეკორდმაისტერი“ ნახევარფინალში მანჩესტერ სიტის ან ლიონს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები