Thumbnail

'ბარსელონაში დიდი ცვლილებების დროა' - ჟერარდ პიკე კლუბში რევოლუციას ითხოვს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბარსელონამ მისთვის რეკორდული მარცხი განიცადა საერთაშორისო მატჩებში - მიუნხენის ბაიერნთან 2:8 დამარცხდა და ტურნირს სამარცხვინოდ დაემშვიდობა...

მატჩის დასრულებისთანავე ყველაზე ხმამაღალი კომენტარი ჟერარდ პიკეს ეკუთვნის:

ჟერარდ პიკე (ბარსელონა): "თუ დიდი ცვლილებების დრო მოვიდა, მე ამას პირველი მივიღებ. რა საშინელი მარცხი იყო! ეს საშინელი შეგრძნებაა, მრცხვენია. სტრუქტურულად ყველა დონეზე ცვლილებები გვჭირდება".

მატჩის შემდეგ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, რომელიც დიდი ალბათობით, მალე დაშორდება კლუბს, პრესკონფერენციაზე დიდი ანგარიშით მარცხზე ილაპარაკა.

კიკე სეტიენის ხელში ბარსამ ანტირეკორდი დაამყარა

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "ეს ძალიან მძიმე, ტკივილიანი მარცხია. მათ იმაზე მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე დაიმსახურეს. ჩვენ თამაში ურიგოდ არ დაგვიწყია, მაგრამ მეტოქემ ფიზიკურად გვაჯობა. არ დავიწყებ აქ ლაპარაკს, თუ რა სჭირდება კლუბს. ბარსელონაში სულ რამდენიმე თვეა, რაც ვმუშაობ. 
თუ ჟერარდ პიკე ამბობს, რომ ახლა ბარსელონაში დიდი ცვლილებების დროა, მისი სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ახლა ყველაფრის გაანალიზებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების დროა. 

ვფიქრომ, რომ ამ წუთას ძალიან ადრეა ჩემს მომავალზე საუბარი - დავრჩები თუ არა კლუბში. რეალობა ის არის, რომ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული". 

📺 ბარსელონა V ბაიერნი

კომენტარები

ბოლო ამბები