Thumbnail
  • ბარსელონა 2:8 ბაიერნი
  • ფლიკის გუნდის მეტოქე ან სიტი იქნება, ან ლიონი

ლისაბონის "და ლუჟზე" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდა და საშინლად შერცხვა - 2:8. ბარსელონამ ისტორიაში პირველად გაუშვა საერთაშორისო მატჩში რვა გოლი.

თამაში დაიწყო და ცხადი გახდა, რომ ორივე გუნდი აქცენტს შეტევაზე აკეთებდა - პირველივე წუთებზე ბარსელონას სახიფათო შეტევას ბაიერნის პასუხი მოჰყვა - მე-4 წუთზე თომას მიულერმა საჯარიმოში ბურთი რობერტ ლევანდოვსკისთან გაითამაშა და ანგარიში გახსნა.

მეტი ამ თემაზე:

სამ წუთში საპასუხო გოლი ვიხილეთ, რომელიც ჟორდი ალბას მოწადინებას მოყვა - დავიდ ალაბამ ეფექტურად ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში. 

ამის შემდეგ ბაიერნის უპირატესობა ძალიან აშკარა გახდა: გოლები ივან პერიშიჩმა, სერჟ გნაბრიმ და თომას მიულერმა გაიტანეს. მატჩის დაწყებიდან მხოლოდ 31 წუთი იყო გასული. 

59-ე წუთზე ბარსელონას იმედი ლუის სუარესმა მისცა, რომელმაც შესანიშნავად მოატყუა ჟერომ ბოატენგი და ერთი გოლი გაქვითა. თუმცა სულ რაღაც 4 წუთში დევისის აქტიური თამაშის წყალობით კიმიხმა ბაიერნის მეხუთე გოლი გაიტანა. 

82-ე წუთზე, როგორც იქნა, ლევანოდვსკიმაც გაიტანა. VAR-ის განხილვის შემდეგ გოლი ჩაითვალა. ბარსას განადგურება მისივე ფეხბურთელმა გააგრძელა, ფილიპე კოუტინიო ბარსელონას ფეხბურთელია და ბაიერნში იჯარით თამაშობს. ოთხ წუთში ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა, მან გოლები არ აღნიშნა. 

📺 ბარსელონა V ბაიერნი

ბარსელონა 2:8 ბაიერნი

გოლები: 0:1 მიულერი 4', 1:1 ალაბა 7' (ავტოგოლი), 1:2 პერიშიჩი 22', 1:3 გნაბრი 28', 1:4 მიულერი 31', 2:4 ლუის სუარესი 57', 2:5 კიმიხი 63', 2:6 ლევანდოვსკი 82', 2:7 კოუტინიო 85', 2:8 კოუტინიო 89'

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - სერხი რობერტო (46. გრიზმანი), ბუსკეტსი (70. ფატი), ფრენკი დე იონგი - არტურო ვიდალი - მესი, ლუის სუარესი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი (76. ზიულე), ალაბა, დევისი (84. ლუკა ერნანდესი) - გორეტცკა (84. ტოლისო), ტიაგო ალკანტარა - გნაბრი (75. კოუტინიო), მიულერი, პერიშიჩი (67. კომანი) - ლევანდოვსკი

კომენტარები

ბოლო ამბები