Thumbnail

კორონავირუსი | მეორე შემთხვევა ბარსელონაში, კლუბი ოფიციალურად ადასტურებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბარსელონაში კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი - 13 აგვისტოს კატალონიურ გრანდში PCR ტესტირება ჩატარდა, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი.

ბარსელონა არ მალავს, რომ კორონავირუსით დაავადებული ფეხბურთელი სამუელ უმტიტია. კლუბის ცნობით, ფრანგი მცველი თავს კარგად გრძნობს და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ბარსას 20 წლის ცენტრალურ მცველ ჟან-კლერ ტოდიბოს აღმოაჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსით ჯამში 245 ათას ადამიანამდე დაინფიცირდა, რომელთაგანაც 28.6 ათასი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები