Thumbnail
  • სევილია 1:2 ბაიერნი
  • განმეორებითი მატჩი - 11 პარილს, მიუნხენში.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, სევილიამ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და საშინაო შეხვედრაში მინიმალური სხვაობით - 1:2 დამარცხდა.

► რონალდომ ტურინს ტაში დააკვრევინა | იუვენტუსი რეალს ვერ დაეტოლა

ვინჩენცო მონტელას გუნდმა, მერვედფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან ნაჩვენები ფეხბურთი ვერ ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში 32' წუთზე პაბლო სარაბიამ გახსნა, მალევე, ასევე სევილიელმა ხესუს ნავასმა ავტო-გოლით გაათანაბრა. ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში ტიაგო ალკანტარამ 68' წუთზე დააფიქსირა - 1:2.

იუპ ჰაინკესი პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის 12 თამაში ზედიზედ მოიგო!

ფრანკ რიბერი
"მათი გოლის შემდეგ სწორი რეაგირება მოვახდინეთ, მაგარი მეორე ტაიმი ჩავატარეთ და სევილიაში მოგება საქმეს - ნახევარფინალში გასვლას ბევრად გაგვიადვილებს."

მიუნხენელებმა პირველი ტაიმი ცუდად დაიწყეს, მაგრამ მეორეში სევილიას, შაბათს ბარსელონასთან თამაშის შემდეგ გადაღლა დაეტყო და ბაიერნმა ნელ-ნელა მატჩი შემოატრიალა. ბავარიელებმა ბოლო 6 ესპანური გასვილით მატჩიდან, პირველად მოიპოვეს გამარჯვება და ამ მოგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნახევარფინალშიც მარტივად გავლენ.

სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები

► ტიაგო ალკატნარას ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 8 გოლიდან, 7 პლეი-ოფის ეტაპზე აქვს გატანილი.

► ბაიერნი გახდა პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც სევილია საკუთარ კედლებში დაამარცხა.

► ბაიერნმა ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოიგო

► ბოლო 7 შეხვედრაში მიუნხენელებმა ლიგაზე 20 გოლი გაიტანეს

► სევილიას ბოლო 9 მატჩიდან, გასვლაზე ბუნდესლიგის კლუბებთან - 5 მოგებული აქვს

საუკეთესო ფეხბურთელი: ფრანკ რიბერი

ფრანგს სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯერ თამაში შეუძლია. პირველი ტაიმიდან რიბერი მარცხნიდან სახიფათოდ უტევდა, პირველი გოლი სწორედ მის დაბალ ბურთს მოჰყვა, რომელიც ხესუს ნავასმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

სევილია 1:2 ბაიერნი

გოლები: სარაბია (32'), ნავასი (38' ს.კ.), ალკანტარა (68')

სევილია 4-2-3-1: სორია, ნავასი, კიაერი, ლენგლეტი, ესკუდერო, ნზონზი, პიზარო, სარაბია, ვასკესი, კორეა (რამირესი 78'), ბენ იდერი (მურიელი 80').

ბაიერნი 4-5-1: ულრიხი, კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ბერნატი (რაფინია 46'), მიულერი, ვიდალი (როდრიგესი 36'), მარტინესი, ალკანტარა, რიბერი (რობენი 79'), ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები