Thumbnail
  • 📅 15 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ მანჩესტერ სიტი V ლიონი | 📺 SILK უნივერსალი
  • სიტი ფავორიტია, მაგრამ ლიონმა ერთი ფავორიტი უკვე დაამარცხა
  • ორივე გუნდისთვის ნახევარფინალი ძალიან დიდი იშვიათობაა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი ლისაბონში მანჩესტერ სიტისა და ლიონის დაპირისპირებით დაიხურება და ბოლო მეოთხედფინალისტი გაირკვევა...

ფურცელზე წყვილს აშკარა ფავორიტი ჰყავს - მანჩესტერ სიტი. პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგაში სეზონი ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება თავისუფლად შეუძლია, რაც მთავარია, ეს ერთადერთი შანსია, რომ "ქალაქელებმა“ სეზონი გადაარჩინონ და ნანატრი ტიტული მოიპოვონ. სიტი ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია, ლიონი კი შემორჩენილ გუნდებს შორის - აუტსაიდერი.

თუმცა, ფრანგებმა წინა ეტაპზე დაამტკიცეს, რომ მათი ჩამოწერა არ შეიძლება. რუდი გარსიას გუნდმა კრიშტიანo რონალდoს იუვენტუსი სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით (1:0, 1:2) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მინი-ტურნირის "რვათა ფინალში“ მოიპოვა ადგილი. ლიონმა საფრანგეთის ჩემპიონატის მეშვიდე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროტუნირებს მიღმა დარჩა. ორი კვირის წინ კი საფრანგეთის თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.

მანჩესტერ სიტი უკეთეს ფორაშია, ბოლო სამი მატჩი მოიგო და სამ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, ხოლო ლიონმა ბოლოს ოფიციალურ თამაშში გამარჯვება 2 მარტს იზეიმა, როდესაც სენტ ეტიენი დაამარცხა (2:0).

ლიონმა 2018 წლის სექტემბერში სიტი ინგლისში დაამარცხა

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტი და ლიონი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. 2018/19 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ფრანგებმა ინგლისელებთან არცერთი თამაში არ წააგეს. ინგლისში ლიონმა 2:1 მოიგო, ხოლო საფრანგეთში გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტი და ლიონი თითოჯერ არიან გასულები. ინგლისელები 4 წლის წინ რეალთან დამარცხდნენ, ხოლო ფრანგები 10 წლის წინ ბაიერნთან.

⚽ საინტერესოა მწვრთნელთა დუელიც: 2014 წელს, პეპ გვარდიოლას ბაიერნმა რუდი გარსიას გაწვრთნილი რომა ორჯერ დაამარცხა - იტალიის დედაქალაქში 7:1 გაანადგურა და მიუნხენში 2:0 აჯობა.

⚽ მანჩესტერ სიტიდან ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 მატჩიდან 14-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა და საბოლოოდ სამივე მატჩი მოიგო.

⚽ მანჩესტერ სიტიმ ბოლო 8 საშინაო მატჩში პირველი გოლი გაიტანა და ეს რვავე თამაში მოიგო.

⚽ ლიონმა მიმდინარე სეზონში ლისაბონში ითამაშა და ბენფიკასთან 1:2 წააგო.

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის ბოლო 9 მატჩი არ წაუგია (7 მოგება, 2 ფრე), ბოლო 6 თამაშში კი გოლს იტანდა და უშვებდა კიდეც.

⚽ „ლიონმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა გამარჯვება (8 ფრე, 4 წაგება), მაგრამ ამის მიუხედავად, მეოთხედფინალშია.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში სიტის თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო ლიონის შემთხვევაში ორჯერ 2.5-ზე მეტი, ერთხელ კი 2.5-ზე ნაკლები გოლი ვიხილეთ.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ფერნანდინიო, ლაპორტი, კანსელო - დე ბრუინი, როდრი, დ. სილვა - ფოდენი, გაბრიელ ჟესუში, სტერლინგი

ტრავმა: აგუერო

ლიონი (3-5-2): ლოპეში - დენაიერი, მარსელო, მარშალი - დუბუა, კოკრე, გიმარაეში, აუარი, კორნე - დეპაი, დემბელე

კომენტარები

ბოლო ამბები