Thumbnail
  • პორტუს ბრაზილიელი მცველის, რენე ფერეირას ყიდვა უნდა
  • რენე ფერეირამ საქართველოში ზესტაფონსა და დინამო თბილისში ითამაშა

პორტუგალიის ჩემპიონი პორტუ ზესტაფონისა და დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელის რენე ფერეირა სანტოსის ტრანსფერზე მუშაობს. "დრაკონებს" მიმდინარე ზაფხულს დაცვის ცენტრის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და 28 წლის ბრაზილიელი მათ სიაში მოწინავე პოზიციაზეა...

რენეს გადაბირების ინიციატორი პორტუს მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო ყოფილა, რომელსაც სამხრეთამერიკელი მისი გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოეწონა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს მარიტიმუსთან მოქმედი კონტრაქტი ერთ წელში ეწურება და O Jogo-ს ინფორმაციით, ეს ფაქტი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელს შეუწყობს. რენემ 2019/20 წლების სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 31-ჯერ ითამაშა (1 გოლი) და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

რენე ფერეირა საქართველოში 2013 წელს ზესტაფონის რიგებში გამოჩნდა

შეგახსენებთ, რომ რენე ფერეირა საქართველოში 2013-2016 წლებში თამაშობდა. თავიდან ის ზესტაფონში გამოჩნდა, სადაც 49 მატჩში 1 გოლი გაიტანა, შემდეგ დინამო თბილისში გადავიდა, რომლის ღირსება 2014-2016 წლებში დაიცვა და 66 თამაშში თავი 3 გოლით გამოიჩინა. ბრაზილიელი თითოჯერ საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა, ხოლო ორჯერ საქართველოს თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები