Thumbnail

‘ჩემპიონთა ლიგას სამართლიანად ვტოვებთ’ - დიეგო სიმეონემ მატჩი შეაფასა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დიეგო სიმეონეს ფორმაციის ატლეტიკო პირველად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან ისეთ გუნდთან, რომელშიც კრიშტიანო რონალდო არ თამაშობს!

2014/2015 და 2016/2017 წლებში სიმეონეს გუნდი მადრიდის რეალთან დამარცხდა, 2018/2019 წლების სეზონში კი - იუვენტუსთან. ამასთან, ‘ჩოლოს’ შეგირდებმა ორჯერ წააგეს რონალდოს რეალთან ფინალი - 2013/2014 და 2015/2016 წლების სეზონებში.

'ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, ჩვენს მარცხს გამართლება არ აქვს'

“მთელი 100 პროცენტით დავიხარჯეთ. ორთაბრძოლების მოგება გვიჭირდა, ლაიპციგელები უფრო სწრაფები იყვნენ. გრძელი სეზონი გამოვიდა და ჩემპიონთა ლიგა წნეხად იქცა. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. მომეწონა ლაიპციგის ენთუზიაზმი, აშკარად კარგ ფორმაში არიან. ჩვენს მარცხს კი გამართლება ვერ ექნება. ტურნირს სამართლიანად ვტოვებთ და მეტოქეს გამარჯვება უნდა მივულოცოთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ სიმეონემ.

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩი გაიმართება: ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს ეთამაშება. შაბათს ბოლო მეოთხედფინალური მატჩია: მანჩესტერ სიტი-ლიონი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები