Thumbnail

NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში მაიამი ჰითის წინააღმდეგ ინდიანა პეისერსს სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშე არ ეყოლება - ვიქტორ ოლადიპო, ტი ჯეი უორენი და მაილს ტერნერი. სამივეს თამაში გამორიცხულია. ამას დავუმატოთ, რომ დომანტას საბონისი საუკეთესო შემთხვევაში, პლეი ოფიდან შეძლებს გუნდს დაეხმაროს. ეს გოგა ბითაძისთვის დიდი შანსია, თუ... ქართველი ცენტრი თავად შეძლებს თამაშს...

საქმე ისაა, რომ თუ მაილს ტერნერს მტკივანი მაჯა არ მისცემს მაიამისთან თამაშის საშუალებას, გოგას კვლავ მუხლი აწუხებს და მისი სტატუსი ამ მატჩისთვის "საეჭვოა". თამაშის წინ უფრო კონკრეტულად გაირკვევა, შეძლებს თუ არა და 21 წლის ქართველი ახალბედა სეზონის ბოლო რეგულარულ მატჩში თამაშს. CBS Sports წერს, რომ ბითაძეს ამ შეხვედრაში "უამრავი წუთი" გარანტირებული აქვს, თუკი გუნდის ექიმი მაიამისთან თამაშის უფლებას მისცემს. 

📺 გოგა ბითაძე ჰიუსტონის წინააღმდეგ

გოგა ბითაძემ  ამ სეზონში 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2-ჯერ იყო სასტარტო ხუთეულში. ასე რომ, მაიამისთან ეს შეიძლება მესამედ მოხდეს. გოგას სტატისტიკა ასეთია - 3.2 ქულა, 1.9 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.

კომენტარები

ბოლო ამბები