Thumbnail

14 აგვისტოს პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგის მორიგ მეოთხედფინალურ მატჩში მიუნხენის ბაიერნი ბარსელონას დაუპირისპირდება...

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "რეკორდმაისტერის" თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი და თომას მიულერი გამოცხადნენ. რობერტ ლევანდოვსკისა და ლიონელ მესის შედარების ბოლო დროს აქტუალურ თემას თავი ვერც ფლიკმა აარიდა და ვერც მიულერმა:

ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): "არ შეიძლება ლევანდოვსკისა და მესის შედარება. ლევანდოვსკი მსოფლიო კლასის ცენტრფორვარდია, ის გოლების გარანტორია. ლეო ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ყველასგან გამორჩეული მოთამაშეა. არ ვიცი, იქნება თუ არა კიდევ ფეხბურთში მისი მსგავსი ფეხბურთელი.

ჩვენ ვიფიქრეთ, როგორ გავაჩეროთ მესი, მაგრამ ამის შესახებ თქვენთვის მოყოლას არ ვაპირებ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მის წინააღმდეგ გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და არეალი შევუზღუდოთ".

თომას მიულერი

თომას მიულერი (ბაიერნი): "ლიონელ მესი საოცარ ფორმაშია. მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ვიზავით ვერაფერს გავხდებით. მესის წინააღმდეგ თამაში მხოლოდ მაშინ ამართლებს, როცა მთელი გუნდი მუშაობს მის შეჩერებაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები