Thumbnail
  • ნიკა სიჭინავამ სეზონი 17 გოლით და საუკეთესოს ტიტულით დაასრულა
  • ქართველი ფორვარდის ინგულეცი პრემიერლიგაში ითამაშებს

უკრაინის I ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ფორვარდი ნიკა სიჭინავა დაასახელეს...

26 წლის ნიკა სიჭინავა უკრაინული პეტროვეს ინგულეცის ტანმაღალი ფორვარდია. მისმა გუნდმა პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ახალი სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს. თავად კი სიჭინავამ 26 თამაშში 17 გოლი გაიტანა (საუკეთესო ბომბარდირს ორი გოლით ჩამორჩა) და 2 საგოლე პასი გააკეთა. "ტრანსფერმარკტი" მას €200 000-დ აფასებს. აქამდე მას ვოლგარში (რუსეთი), კოლხეთში და ვიტ ჯორჯიაში უთამაშია.

დღეს ინგულეცმა პირველი ლიგის ბოლო მატჩი ითამაშა ბალკანის წინააღმდეგ და მეტოქეს დაუზავდა - 1:1. 54-ე წუთზე სიჭინავამ ანგარიში გაათანაბრა. ამით გუნდმა ჩემპიონის ტიტული კი დაკარგა (ბოლო ტურამდე ლიდერობდა), მაგრამ მთავარი პრემიერლიგაში გადასვლა იყო. 

📺 ნიკა სიჭინავას მე-17 გოლი სეზონში

უკრაინული ПФЛ-ის გამოკითხვაში ნიკა სიჭინავამ ყველაზე მეტი ხმა, 19 მიიღო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები