Thumbnail

ბელგიური გენტის მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ჟუპილერ ლიგის მეორე ტურში კორტრაიკთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი...

პირველ ტურში სენტ ტრუიდენთან (1:2) ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო, არ უთამაშია, ისევე როგორც გერმანელ თავდამსხმელ ტიმ კლაინდიენსტს. დანიელი სპეციალისტის განცხადებით, ამ კვირაში ორივე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და პოზიტიური ნიშნები არსებობს.

იეს ტორუპი: "ორივემ ამ კვირაში მოახერხა გუნდთან ერთად ვარჯიში და ჯერჯერობით არანაირი დისკომფორტი არ განუცდიათ. პარასკევს განვიხილავთ შესაძლებელი იქნება თუ არა მათი თამაში. თუმცა უკვე კმაყოფილი ვარ მათი პროგრესით და ისინი მატჩის წინასწარი შერჩევის სიაში შეყვანილი მყავს".

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჟუპილერ ლიგის პირველ ტურში გენტი სენტ ტრუიდენთან 1:2 დამარცხდა და ჩაკვეტაძის გარდა, არც გიორგი ქვილითაიას უთამაშია, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა. მეორე მატჩს ბელგიური კლუბი 15 აგვისტოს საკუთარ კედლებში კორტრაიკთან გამართავს. ამ თამაშის განაცხადში ჩაკვეტაძეც იმყოფება და ქვილითაიაც.

კომენტარები

ბოლო ამბები