Thumbnail
  • თბილისის გრან პრის შემდეგ IJF-მა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.
  • თბილისში თავგამოჩენილმა ქართველებმა რეიტინგში წინ წაიწიეს.
  • ტრავმის მიუხედავად, ვარლამ ლიპარტელიანი ისევ პირველია.

IJF-ის წლის მე-6 ტურნირი, თბილისის გრან პრი დასრულებულია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგ-ლისტი განაახლა. ვინაიდან, ჯამში 15 მედალი ქართველ სპორტსმენებს დარჩათ, მათ სიაში შესამჩნევად წაიწიეს წინ.

► "ყველა წონაში 2-3 უძლიერესი უნდა გვყავდეს!" - ინტერვიუ ირაკლი ცირეკიძესთან

ვაჟთა შვიდი წონიდან ერთში ლიდერი გვყავს, ორში კი - მეორეადგილოსანი. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო თბილისის ტურნირი გამოტოვეს, ვარლამ ლიპარტელიანი წონაში პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი - მეორეზე.

-60 კგ

სამეულში, ორი სახელგანთქმული იაპონელის შემდეგ, ქართველი კი არის, მაგრამ რობერტ მშვიდობაძე რუსეთის სახელით ასპარეზობს. 

ასე რომ, წონაში საუკეთესო ქართველი ამირან პაპინაშვილია, რომელსაც 3 742 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალში სწორედ პაპინაშვილი დაამარცხა. ახლა მას 2 406 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. თბილისის გრან პრიმ ლუხუმი წინ 6 საფეხურით წაწია. 

1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) - 5080

2. ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) - 4550

3. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) - 4238

... 5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 3742

... 13 (+6). ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 2 406

... 197 (-3). ლაშა ჩადუნელი (საქართველო) - 41

-66 კგ

გრან პრის მოგების შემდეგ ვაჟა მარგველაშვილი მე-2 ადგილზე გადავიდა

ვაჟა მარგველაშვილს გრან პრის მოგება დაუფასდა, მას 4 173 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მარგველაშვილმა ებრაელ ტალ ფლიკერს გაუსწრო და წინ მხოლოდ ჰიფუმი აბეა. ათეულშია უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია (მე-9). 

1. ჰიფუმი აბე (იაპონია) - 5 000

2 (+1). ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 4 173

3 (-1). ტალ ფლიკერი (ისრაელი) - 4 086

44 (-4). ლაშა გიუნაშვილი (საქართველო) - 888

63 (-2). ბაგრატ ნინუაშვილი (საქართველო) - 626

188. თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო) - 88

-73 კგ

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ტურნირის მოგებით ერთი ადგილით გაიუმჯობესა რეიტინგი - ლაშა 4 467 ქულით მე-4 ადგილზეა. გრან პრის ფინალისტმა ფრიდონ გიგანმა ერთბაშად 159 ადგილით წაიწია წინ!

1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) - 6 650

2. რუსტამ ორუჯოვი (უზბეკეთი) - 5 338

3. ოდბაიარ განბაათარი (მონღოლეთი) - 4 668

4 (+1). ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 4 467

61 (+159). ფრიდონ გიგანი (საქართველო) - 546

69 (+14). ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) - 476

119 (-2). ზვიად კაპანაძე (საქართველო) - 185

124 (-22). ომარ ნიაზაშვილი (საქართველო) - 180

- 81 კგ

თამაზ კირაკოზაშვილი წონის ლიდერებს მიუახლოვდა

ეს წონა კვლავ ერთადერთია, სადაც მოწინავე ათეულში ძიუდოისტი არა გვყავს, თუმცა თამაზ კირაკოზაშვილის წარმატება იმედს იძლევა - თბილისის გრან პრის გამარჯვებულმა ახალგაზრდამ 17 საფეხურით წაიწია წინ და ახლა 26-ე ადგილზეა. ქართველებში ყველაზე მაღლა კი ზებედა რეხვიაშვილია, რომელმაც თბილისში არცთუ კარგად იასპარეზა და რეიტინგი ვერ გაიუმჯობესა.

1. ჰასან ხალმურზაევი (რუსეთი) - 4 850

2 (+1). საეიდ მოლაეი (ირანი) - 4 756

3 (-1). ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) - 4 630

12. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 2 482

26 (+17). თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო) - 1 495

39 (+21). ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 962

97. კობა მჭედლიშვილი (საქართველო) - 302

112 (-20). გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 229

114 (-20). ამბაკო ავალიანი (საქართველო) - 222

115 (-2). ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 220

182. ტრისტან მოსახლიშვილი (საქართველო) - 84

-90 კგ

ამ წონის ჩვენი ლიდერები ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი თბილისში არ ჭიდაობდნენ. ღვინიაშვილმა შეძლო მეორე ადგილის შენარჩუნება რეიტინგში. გიორგი პაპუნაშვილს ფინალისტობა რეიტინგში 161 ადგილით წინსვლაში დაეხმარა!

1. ალეკსანდარ კუკოლი (სერბეთი) - 5 011

2. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 4 320

3. ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი) - 4 060

13 (-1). უშანგი მარგიანი (საქართველო) - 2 340

63 (+161). გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 526

66 (-1). ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 500

129 (-3). ნიკა სიდამონიძე (საქართველო) - 160

149 (-30). ნოდარ ბერიანი (საქართველო) - 123

172 (-2). გიორგი ჩიქოვანი (საქართველო) - 84

- 100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანს ისევ პირველი ადგილი უკავია 5 800 ქულით, იგი 200-ზე მეტი ქულით უსწრებს მიხაელ კორელს. სამეულში შევიდა რუსი დენისოვი. ონისე სანებლიძე მე-3 ადგილით წინ წავიდა. 

1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 5 800

2. მიხაელ კორელი (ჰოლანდია) - 5 565

3 (+1). კირილ დენისოვი (რუსეთი) - 4 168

56 (+43). ონისე სანებლიძე (საქართველო) - 522

71 (-3). ლაშა ტაველური (საქართველო) - 372

77 (-21). ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 354

87 (+33). იასონ ნემსაძე (საქართველო) - 324

118 (-3). გიორგი პარკატი (საქართველო) - 160

+100 კგ

გურამ თუშიშვილი ტედი რინერს რეიტინგში უკვე 1 500 ქულით უსწრებს

გურამ თუშიშვილმა თბილისის ტურნირი კი მოიგო, მაგრამ პირველ ადგილზე ვერ გადავიდა, ბრაზილიელი დავიდ მოურა მას ჯერ კიდევ საკმაოდ უსწრებს. ტედი რინერი, რომლის თბილისში სტუმრობის იმედი ტყუილად გვქონდა, მესამეა.

1. დავიდ მოურა (ბრაზილია) - 5 370

2. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 4 970

3. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 3 400

20 (+1). ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1 573

21 (-4). ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1 525

47 (-1). ონისე ბუღაძე (საქართველო) - 755

116 (-3). გელა ზაალიშვილი (საქართველო) - 112

131 (-2). გიორგი ქავთარაძე (საქართველო) - 70

ქალები

მარიამ ჭანტურიამ გრან პრის ბრინჯაო მოიპოვა, რის წყალობითაც იგი 109 საფეხურით დაწინაურდა და 70 კგ წონით კატეგორიაში 59-ე ადგილზე გადავიდა. მის წონაში 78-ე ადგილზეა ესტერ სტამი.

57 კგ წონით კატეგორიაში 72-ე ადგილზეა (+16) ეთერ ლიპარტელიანი. მძიმეში სოფიო სომხიშვილს 70-ე პოზიცია უკავია, ხოლო ელენე ქებაძე 73-ეა. ასეულებში სხვა ქართველი ძიუდოისტი ქალები არ ფიგურირებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები